ერაყში პირველი ვიზიტის დროს, რომის პაპი ძალადობისა და ექსტრემიზმის დასრულების მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც ერაყის პრეზიდენტთან, ბარჰამ სალიჰთან შეხვედრის დროს რომის პაპმა აღნიშნა, „ცივილიზაციის აკვანში“ სტუმრობა მისთვის სასიხარულო მოვლენაა.
„დაე, ბოლო მოეღოს იარაღების შეჯახებას, დაე, დასრულდეს ძალადობისა და ექსტრემიზმის აქტები, დაყოფა და შეუწყნარებლობა. ერაყმა განიცადა ომების დამანგრეველი შედეგები, ხშირად ფუნდამენტალიზმზე დაფუძნებული ტერორიზმისა და რელიგიათაშორისი კონფლიქტების უბედურება, რომელსაც არ შეუძლი, მიიღოს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მშვიდობიანი თანაცხოვრება“, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.