თამარ გაბუნია: ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით განხილვა დაწყებულია, რუსული ვაქცინის შემოტანა კი, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არ იგეგმება

"ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით განხილვა დაწყებულია, რუსული ვაქცინის შემოტანა კი, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არ იგეგმება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ "რუსთავის 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რუსულმა ვაქცინამაც შეიძლება გაიაროს ავტორიზაცია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო არ თვლის, რომ რუსული ვაქცინა გამოიყენოს.

"ძალიან ბევრი შუალედური კომპანიები გაჩნდა ბაზარზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" ძალიან ახლოს არის ავტორიზაციასთან. ჩვენ ამ ოფციის განხილვა უკვე დაწყებული გვაქვს. რაც შეეხება რუსულ ვაქცინა, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ოფცია არ ყოფილა ჩვენთვის. ავტორიზაციასთან ახლოს რუსული ვაქცინაც არის, თუმცა ბაზარი ფართოა და ქვეყანა მოახერხებს სხვა ვაქცინების მობილიზებას,"-აღნიშნა თამარ გაბუნიამ.