სალომე ჯაშს ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდო გადაეცემა

ქართველი კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა. ქართველ კინოდოკუმენტალისტს კინოსა და მედიახელოვნების ჯილდო გადაეცემა. დაჯილდოების ცერემონია ბერლინში 18 მარტს გაიმართება.

ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად ექვს კატეგორიაში გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის. ეს კატეგორიებია ვიზუალური ხელოვნება, არქიტექტურა, მუსიკა, ლიტერატურა, სასცენო ხელოვნება და კინო და მედიახელოვნება. ამ დრომდე ბერლინის ხელოვნების აკადემიის პრიზი ქართველი რეჟისორებიდან აღებული ჰქონდა ოთარ იოსელიანს (1993 წელს).


სალომე ჯაში არის რეჟისორი საერთაშორისო კინოსცენაზე აღიარებული ფილმებისა, როგორებიცაა, "მოთვინიერება", "დაისის მიზიდულობა", "ბახმარო", "ლიდერი ყოველთვის მართალია." ის არის საქართველოს დოკუმენტური კინოს ასოციაცია "დოკას" თავმჯდომარე და ასევე საქართველოს კინოინსტიტუტის კინემატოგრაფისტთა საბჭოს წევრი.