YouTube-მა მიანმარის სამხედროების მიერ მართული ხუთი არხი წაშალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
”ჩვენ რამდენიმე არხი გავაქუმეთ და რამდენიმე ვიდეოც წავშალეთ, ჩვენი საზოგადოებრივი სახელმძღვანელოს მითითებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,” - განაცხადა YouTube -ის სპიკერმა.
ვიდეოპლატფორმამ არხების გაუქმების გადაწყვეტილება პარასკევს მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, მიანმარში საპროტესტო აქციის დაშლის დროს გარდაცვლილთა რაოდენობა 55-ზე მეტია.