ლატვია და ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე კონტროლს გააძლიერებენ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ლატვიისა და ესტონეთის სასაზღვრო სამსახურები რუსეთთან საზღვარზე კონტროლს გააძლიერებენ. კერძოდ, ლატვიის სასაზღვრო სამსახურის უფროსმა გუნტის პუიატსმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთის მოქალაქეების შემოწმებას.


მანამდე ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიციისა და სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლებმა განიხილეს მომავალი შაბათ-კვირის უსაფრთხოების რისკები. 

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ლატვიაში სახელმწიფო პოლიცია და სახელმწიფო მესაზღვრე ამოწმებენ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რიგაში რუსეთის საელჩოსთან მიდიან. გარდა ამისა, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს რუსეთის განზრახვა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საპრეზიდენტო „არჩევნების“ ჩატარების შესახებ.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს გაიმართება.