ფრიდონ ინჯია “კომენდანტის საათის” დროს მაგისტრალებზე სიჩქარის 130 კმ/სთ-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, "ევროპელი სოციალისტების" წევრი, ფრიდონ ინჯია “კომენდანტის საათის” დროს, მაგისტრალებზე სიჩქარის ზედა ზღვრის 130 კმ/სთ-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტის სხდომაზე მიმართა.

“საცობებმა წაიღო საქართველო და პრაქტიკულად, არ ჩანს გამოსავალი, ვერ ვხედავთ. განსაკუთრებით, ბავშვები რომ სკოლაში წავიდნენ. ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ იქ, სადაც შეიძლება, ჩქაროსნულ მაგისტრალებზე ის შეზღუდვა, რომელიც არის 110 კმ/სთ, გაიზარდოს ამ პერიოდში (“კომენდანტის საათის” არსებობისას), 130 კმ/სთ-მდე”, - განაცხადა ინჯიამ.