აშშ-ის საელჩო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ინვესტიციებზე წერს.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამერიკის მთავრობამ მხოლოდ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში 23 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო საქართველოს ეკონომიკის, ტურიზმის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ონლაინ ვაჭრობის, მსუბუქი მრეწველობის, შემოქმედებითი ინდუსტრიისა და ნარჩენების გადამუშავების სფეროებში.
შედეგად, შეიქმნა 5 000 სამუშაო ადგილი, 65 მილიონი დოლარით გაიზარდა გაყიდვები, გაძლიერდა 2 000 ბიზნესი და გადამზადდა 5 000 პროფესიონალი. ასევე, საქართველომ გაზარდა ექსპორტი ევროკავშირისა და სხვა მოგებიან ბაზრებზე.
პროგრამის დახურვის ღონისძიებას ვიცეპრემიერ დავითაშვილთან ერთად ელჩი რობინ დანიგანი დაესწრო და აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას,“ შესაბამის პოსტს ამერიკის საელჩო Facebook-oს ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.