NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
„საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი და ალიანსის წევრობის ასპირანტია. დროთა განმავლობაში, პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრმა ხელი შეუწყო საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს,“ – ნათქვამია ანგარიშში.
მისივე თაანახმად,
NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი არის საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტი. 2014 წელს უელსის სამიტზე მისი დამტკიცებიდან, ის გახდა
NATO-ს ერთ-ერთი უმსხვილესი პაკეტი, რომელიც საქართველოს შესაძლებლობის გაძლიერებისკენ არის მიმართული.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს კონტექსტში, რაც მნიშვნელოვნად აისახა საქართველოზე, NATO-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტი კიდევ უფრო გაძლიერდა 2023 წელს მადრიდის გადაწყვეტილების შესაბამისად, რათა საქართველო უზრუნველყოფილი იყოს მასზე მორგებული მხარდაჭერით.
პაკეტისა და მისი 18 ინიციატივის შესრულება განაგრძობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას. თებერვალში NATO-ს თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ორ ახალ ინიციატივას, რომლებიც ფოკუსირებულია საწვრთნელ ობიექტებზე და ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ თავდაცვაზე,“ – ნათქვამია ანგარიშში.