საქართველოს უახლოეს მომავალში NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ჩემი გზავნილი საქართველოს მიმართ, რა თქმა უნდა, არის ის, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია და რომ NATO ეფუძნება ძირითად ღირებულებებს - დემოკრატიას, კანონის უზენაესობას. და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
შავი ზღვის ტერიტორიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე კითხვის საპასუხოდ, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან უკრაინასთან და საქართველოსთანაც.
NATO ეხმარება საქართველოს სანაპირო დაცვის მომზადებასა და განვითარებაში.
„ასე რომ, რა თქმა უნდა, შავი ზღვის ირგვლივ არის NATO-ს სამი სანაპირო სახელმწიფო, ასევე არიან უკრაინა და საქართველო, როგორც მჭიდრო პარტნიორები, რა თქმა უნდა, NATO-ს ძლიერი წარმომადგენლობა ჰყავს შავ ზღვაში და შავ ზღვას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მე ძალიან მივესალმები იმ მიღწევებს, რომლებსაც მამაცმა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიაღწიეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკან დახევით,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა.