აუდიტი: თეთრიწყაროს მერიამ საჯარო მოხელეებზე სახელფასო დანამატი 455.9 ათასი ლარი, დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გასცა

2018-2019 წლებში თეთრიწყარო მუნიციპალიტეტმა სახელფასო დანამატის სახით გასცა 332.7 ათასი ლარი. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, დანამატის გაცემის საფუძველია საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ბრძანებები, რომლებიც მომზადებულია საკრებულოს აპარატისა და მერიის სამსახურის უფროსების მოხსენებითი ბარათების შესაბამისად.

"წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, სახელფასო დანამატი გაცემულია მოხელეების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულების მოტივით, თუმცა სამუშაოების შესრულების მიზნით, ზემდგომი თანამდებობის პირისდავალებები წერილობითი ფორმით გაცემული არ არის. მუნიციპალიტეტმა ვერწარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები, თუ რა სახის ზეგანაკვეთურისამუშაო შეასრულეს დასაქმებულმა პირებმა, რის საფუძველზეც მოხდასახელფასო დანამატის გაცემა.

ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა 10 შემთხვევაში დაარღვია სახელფასო დანამატისთვის კანონით განსაზღვრული მოცულობები და ნაცვლად ხელფასის წლიური ოდენობის 20%-ისა მომსახურეებზე გასცა 21%- დან 28%-მდე.

2018-2019 წლებში სახელფასო დანამატის სახით 123.2 ათასი ლარი გაცემული აქვთ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებსაც. ორგანიზაციებმა ვერ წარმოადგინეს ვერც ხელმძღვანელის წერილობითი დავალებები, რომლებიც სახელფასო დანამატის გაცემის საფუძველია და ვერც სამუშაოების ზეგანაკვეთურად შესრულების დოკუმენტური მტკიცებულება.

მუნიციპალიტეტმა დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე სახელფასო დანამატი 455.9 ათასი ლარის ოდენობით გასცა, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე", - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.