ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 355 ადამიანს დაუდასტურდა, 91 გამოჯანმრთელდა, 4 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 19737, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12307, PCR ტესტით - 7430.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 272 617 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 266 344, გარდაიცვალა 3 567 პაციენტი.
დადებითობის მაჩვენებელი: 5 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.8 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.6 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1.44%.
355 ახალი შემთხვევიდან 176 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 17, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 30, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 2 680, საიდანაც: 1 387 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 688, აჭარაში - 158, იმერეთში - 233.
მძიმე პაციენტი: 267, მათ შორის, თბილისში - 107, აჭარაში - 29, იმერეთში - 71.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 79, მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 9.
142 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 102 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 1 151 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 312 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 153, ხოლო აჭარაში - 19.
სულ 6 ოქტომბრიდან - 5 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 510 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 174 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 789 პირი, აჭარაში - 560, იმერეთში - 691.