„NATO-ს მოკავშირეებმა უნდა აჩვენონ პოლიტიკური ნება და სასწრაფოდ გაზარდონ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება უკრაინაში.“ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ალიანსის წევრები უკრაინას საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდიან და ამან რუსეთს საშუალება მისცა, რომ კიევის ჯარებისთვის უკან დახევა ეიძულებინა. უკრაინელებს გამბედაობა არ ეწურებათ, მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ.“
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, NATO-ს მიმართ წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის მხარდაჭერა მაღალია.
„ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტს სჯერა, რომ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ,“ - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.