სომალში აფეთქების შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგან მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საბრძოლო მასალებით დატვირთული ავტომობილი პორტში მდებარე რესტორანს დაეჯახა.

ამ დროისთვის, მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.