იტალიაში სუნამოების ქურდობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, აველინოს პროვინციაში სუნამოების ქურდობის ფაქტზე საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, კაცმა ძვირადღირებული სუნამოების ექვსი შეკვრა მოიპარა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ დააკავა. იტალიური მედია წერს, რომ კაცს ასევე მოუწევს პასუხისგება ათი დღის წინ სხვა პარფიუმერულ მაღაზიაში ჩადენილ ქურდობაზეც, რომლის ძარცვის ფაქტიც სათვალთვალო სისტემის კამერებმა დააფიქსირეს.

დაკავებული ჭკვიანი სათვალის საშუალებით იმ მაღაზიის ვიდეო გადაღებას წინასწარ აწარმოებდა, რომლის გაძარცვასაც აპირებდა.