რომის პაპი ფრანცისკე ერაყში იმყოფება. ის სამხრეთით მდებარე ქალაქ ნაჯაფს ესტუმრა და ერაყელი შიიტების უმაღლეს სასულიერო პირს, აიათოლა ალი ალ სისტანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქალაქ ნაჯაფში შესვლისას რომის პაპს გზად ბავშვები შეეგებნენ, რომლებსაც ერაყისა და ვატიკანის დროშები ეკავათ.