აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თანამშრომლობა გადამწყვეტია რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის - ბაირამოვი

აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი საიმედო პარტნიორები არიან. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა თავის თურქ და ქართველ კოლეგებთან ბაქოში სამმხრივი შეხვედრი დროს განაცხადა.


„ჩვენი თანამშრომლობა გადამწყვეტია რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი სანდო პარტნიორები არიან. გარდა ამისა, ისტორიული მოვლენები, რაც რეგიონში ბოლო წლებში მოხდა, აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შედეგია, რაც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე,“ - აღნიშნა ბაირამოვმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი რეალობა რეგიონში ხსნის ახალ შესაძლებლობებს მისი პოტენციალის მაქსიმიზაციისთვის.