6 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში უკრაინის ავტობუსის ავარიის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივმა სამაშველო სამსახურმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი, რომელშიც 57 ადამიანი იმყოფებოდა, ღამით არხში ჩავარდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო დარჩენილი მგზავრები ადგილობრივი სკოლის შენობაში გადაიყვანეს.
ადგილობრივი სამედიცინო სასწრაფო დახმარების სამსახურის სპიკერმა დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია და დასძინა, რომ ავტობუსი უკრაინისკენ მიემგზავრებოდა.
"უბედური შემთხვევის დროს, მგზავრებს ეძინათ. უმეტესობას ღვედი არ ჰქონდა, ამიტომ ისინი სერიოზულად დაშავდნენ. ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც სამსახურიდან სახლში მიდიოდნენ “, - თქვა სპიკერმა და დასძინა, რომ ავტობუსში ბავშვები არ იყვნენ.