NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 17 მარტს აზერბაიჯანს ეწვევა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი შეხვედრებს ქვეყნის ოფიციალურ პირებთან გამართავს და აზერბაიჯანსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა 14 მარტს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა.