ვარშავის ეროვნულ სტადიონზე საველე საავადმყოფო მოეწყობა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ეროვნულ სტადიონზე დროებითი საველე საავადმყოფო მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ქვეყანის მასშტაბით საავადმყოფოები უკვე სრულად დატვირთულია. საველე საავადმყოფოს მოწყობის პირველი სამუშაოები გასული კვირას დაიწყო. საავადმყოფოს განთავსება სტადიონის საკონფერენციო დარბაზებში იგეგმება და ის თავდაპირველად 500-მდე ინფიცირებულის მიღებას შეძლებს, თუმცა კოვიდ-საწოლების რაოდენობის გაზრდა 1000-მდეა შესაძლებელი.

CNN წერს, რომ დროებითი საავადმყოფოები მოეწყობა რეგიონებშიც.

პოლონეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად კოვიდ-19-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. გასულ კვირას, მთავრობამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ქვეყნის მასშტაბით დაიკეტა საცურაო აუზები და სპორტ-დარბაზები, რესტორნებისთვის კი, სამუშაო საათები შემცირდა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ცდილობენ, თავიდან აიცილონ მკაცრი კარანტინის დაწესება, თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თუ სიტუაცია კრიტიკული გახდება, ეს გარდაუვალი იქნება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, პოლონეთში კოვიდ-19-ის 175 766 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი; დაღუპულია 3 573 ადამიანი.