რუსეთში, საარჩევნო ურნებისა და კაბინების დაზიანების ფაქტები დაფიქსირდა

რუსეთში საარჩევნო ურნებში ანტისეპტიკი ბრილიანტის მწვანე ან მსგავსი საღებავი საშუალება ჩაასხეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა მოსკოვში, სადაც ამომრჩეველმა ქალმა ურნაში მწვანე ანტისეპტიკური პრეპარატი ჩაასხა.

მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ქალი დაკავებულია, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საარჩევნო უფლებების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მუხლით აღიძრა.


ანალოგიური შემთხვევები ვორონეჟის ოლქში, როსტოვის ოლქში, ვოლგოგრადის ოლქში, ნოვოსიბირსკში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში. ასეთივე ინციდენტი მოხდა სიმფეროპოლში, ანექსირებულ ყირიმში დაფიქსირდა.

გამოცემა „ბაზა“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ასახულია, როგორ უკიდებს ცეცხლს ქალი საარჩევნო კაბინას. ის დაკავებულია და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ცეცხლის წაკიდების ინციდენტი ტიუმენის ოლქის ქალაქ კოგალიმაშიც მოხდა.

როგორც „ფონტანკა“ იტყობინება, სანქტ-პეტერბურგში 21 წლის ქალი დააკავეს მას შემდეგ, რაც მან მოლოტოვის კოქტეილი ესროლა სკოლის შენობას, სადაც ორი საარჩევნო უბანია გახსნილი. დაკავების შემდეგ მან განაცხადა, რომ „დავალება“ მიიღო რომელიღაც უკრაინული ტელეგრამის არხისგან, რომელიც მას ფულად ანაზღაურებას დაჰპირდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ არცერთი ეს ინციდენტი არ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე.