17-19 მარტს, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
17 მარტს სტოლტენბერგი ბაქოში ჩავა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს შეხვედრას. მოგვიანებით ალიევისა და სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 18 მარტს NATO-ს გენერალური მდივანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვსა და თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვს შეხვდება.
ამავე დღეს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ამავე დღეს კობახიძისა და სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
19 მარტს კი NATO-ს გენერალური მდივანი ერევანში ჩავა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტ ვაჰაგ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. მოგვიანებით, ფაშინიანისა და სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.