მედია: საბერძნეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენას ჩეხეთის გავლით გეგმავს

საბერძნეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენას ჩეხეთის გავლით გეგმავს. ამის შესახებ ბერძნული გაზეთი Kathimerini ბერძენ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

უკრაინა საბრძოლო მასალის, კერძოდ, საარტილერიო ჭურვების მზარდ დეფიციტს განიცდის, რადგან აშშ-ის მხარდაჭერა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება შიდა პოლიტიკური დავების გამო. ევროპელი მოკავშირეები აძლიერებენ ძალისხმევას ამერიკის მხარდაჭერის ნაკლებობის ასანაზღაურებლად. 

„ათენმა განუცხადა ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, რომ მას შეუძლია, უკრაინას საბრძოლო მასალის დიდი მარაგი ჩეხეთის გავლით მიაწოდოს,“ წერს Kathimerini.


გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთი ასევე გეგმავს, რომ ჩეხეთს თავისი ამერიკული წარმოების M114A1-ის ჰაუბიცები მიჰყიდოს.

სისტემები შეიძლება, გამოსადეგი უკრაინის ტალახიან რელიეფზე,“ წერს გამოცემა.


ბერძენი და ჩეხი ოფიციალური პირები ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ აღჭურვილობის ფასებზე, რის შემდეგაც ისინი ორმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, იტყობინება Kathimerini. საბერძნეთი უკრაინას წარსულში უწევდა სამხედრო დახმარებას, მათ შორის BMP-1-ის ჯავშანტექნიკით, მცირე იარაღითა და საბრძოლო მასალით, თუმცა, ათენი ყოყმანობდა, მიეწოდებინა თუ არა კიევისთვის უფრო თანამედროვე ან უფრო მაღალი კლასის იარაღის სისტემები, როგორიცაა, Leopard 2-ის ტიპის ტანკები ან S-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა, თურქეთის წინააღმდეგ თავდაცვის პოზიციის შესანარჩუნებლად ან იმის გამო, რომ ქვეყანა ამჟამად მათ ვერ ჩაანაცვლებს.


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ოდესას 6 მარტს ეწვია. კირიაკოს მიცოტაკისი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.  რუსული ძალები მიცოტაკისის ვიზიტის დროს თავს დაესხნენ ქალაქს ოდესაც, ჭურვი ლიდერებიდან მხოლოდ რამდენიმე ასეულ მეტრში აფეთქდა.