როგორ გეგმავს დიდი ბრიტანეთი აშშ-დან ენერგიის იმპორტს - ამბიციური პროექტი

ბრიტანული სახლები ერთ დღეს შეიძლება, ამერიკაში გამომუშავებული ელექტროენერგიით შეივსოს - ამას ატლანტის ოკეანის გასწვრივ ექვსამდე ელექტრო კაბელის დამონტაჟების გეგმა ითვალისწინებს. შესაბამის სტატიას Telegraph აქვეყნებს.


კაბელები გადაიჭიმება დაახლოებით 3500 მილის მანძილზე ოკეანის გასწვრივ, მიაღწევს 11000 ფუტის სიღრმეს და გაატარებს ენერგიას, რომელიც რამდენიმე ატომური ელექტროსადგურის ექვივალენტურია. როგორც გამოცემა წერს,  ამ ამბიციური სქემის უკან ლონდონელი ინვესტორებისა და ენერგეტიკის საკონსულტაციო ჯგუფი დგანან, რადგან მათი გათვლებით, ტექნოლოგიური მიღწევები, გლობალური "ინტერკონტინენტური ქსელის“ შექმნის საშუალებას იძლევა. სქემა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპებზეა.


პროექტის მხარდამჭერი ერთ-ერთი ბიზნესმენი საიმონ ლუდლამი ამბობს, რომ ასეთი კაბელი ელექტროენერგიით ვაჭრობას შეუწყობს ხელს ატლანტიკის ოკეანეში. 

„როდესაც ლონდონში მზე ამოვა, ეს იქნება საუზმის დრო ნიუ-იორკში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, გამოიყენონ დიდი ბრიტანეთი ან ევროპული ძალა საუზმის მოსამზადებლად,“ - ამბობს ლუდლამი.

„და შემდეგ, უკვე ხუთი საათის შემდეგ, მზე ამოვა ამერიკაშიც, ამიტომ მზის და სხვა ელექტროსადგურები იქ უკვე უზრუნველყოფენ დიდ ბრიტანეთში სადილის მომზადებისთვის საჭირო ენერგიას,” აღნიშნავს ბიზნესმენი.


ყველაზე მოწინავე - Xlinks-ის პროექტია, რომელიც დიდ ბრიტანეთში ოთხ კაბელსა და ქარისა და მზის მეურნეობების ქსელს აერთიანებს, რომელიც გაშლილია მაროკოში, საჰარის უდაბნოში - 2400 მილის მანძილზე. დასრულების შემდეგ, სქემა სავარაუდოდ, უზრუნველყოფს დაახლოებით 3,6 გიგავატ ელექტროენერგიას დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ქსელში, რაც მთლიანი ენერგიის მოთხოვნის დაახლოებით 8%-ს უდრის.

ამასთან, მსოფლიოს მეორე მხარეს, გაჩნდება კაბელი, რომელიც გაივლის ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიის ქარის ელექტროსადგურებიდან სინგაპურამდე და რომელიც ქალაქ-სახელმწიფოს, დაბალი ნახშირბადის ენერგიით ამარაგებს. ცნობისთვის, საუდის არაბეთი და ინდოეთი წყალქვეშა კაბელების საშუალებით, ორივე ქვეყნის ელექტროგადამცემი ქსელების დაკავშირების გეგმებს ასევე განიხილავენ.