პარასკევს, აშშ-მა უკრაინელ ოლიგარქს და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირს იგორ კოლომოისკისა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ სანქციები კოლომოისკის ოჯახის წევრებზეც ვრცელდება. მათ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.
სანქციების დაწესების მიზეზი "მნიშვნელოვან კორუფციულ გარიგებებში" მონაწილეობის მიღებაა.
"დღეიდან უკრაინის ყოფილ ხელისუფალს იგორ კოლომოისკის უკრაინაში კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართული კორუფციული ქმედებების გამო აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.