„შეკეთება შესაძლებელია, თუმცა ეს მერიამ უნდა გადაწყვიტოს“, - ამის შესახებ Europetime-ს ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალის ავტორმა ირაკლი წულაძემ განუცხადა.
„ვიყავი ასული და ვნახე, როგორ არის დაზიანებული ნაკეთობა, მემორიალის შუშა არის გატეხილი. არ ვიცი, შეკეთება შესაძლებელია, თუმცა ეს მერიამ უნდა გადაწყვიტოს. თავის დროზე მერიამ დამიკვეთა ამ მემორიალის დამზადება. მისი დაფინანსებულია პროექტი და შესაბამისად, ეს ქალქისა და ხალხის საკუთრებაა“, - განაცხადა ირაკლი წულაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს.