საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ტიტული შეინარჩუნა. პარიზში, ბორჯღალოსნებმა საჩემპიონო გამარჯვება პორტუგალიასთან, ანგარიშით - 36:10 მოიპოვეს.
ექვსი თვის წინ, მსოფლიოს თასზე სწორედ პორტუგალიასთან მატჩი დაასრულა ფრედ და ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა აუტსაიდერის რანგში დაასრულა.
ამჯერად, ბორჯღალოსნებმა ზედიზედ მეშვიდედ მოიგეს რაგბი ევროპის ჩემპიონატი. სულ კი, ამ ტურნირის ჩემპიონები მეთექვსმეტედ გახდნენ.