ალიევი: NATO-აზერბაიჯანის პარტნიორობას დიდი ხნის ისტორია აქვს

„NATO-აზერბაიჯანის პარტნიორობას უკვე დიდი ხნის ისტორია აქვს - 30 წელზე მეტი კარგი პარტნიორობა,“ - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„აზერბაიჯანი მონაწილეობდა სამშვიდობო ოპერაციებში კოსოვოსა და ავღანეთში და ეს ჩვენთვის დიდი გამოცდილება იყო. ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ ავღანეთში კოალიციის ძალებიდან ბოლო, ვინც დატოვა ეს ქვეყანა 2021 წლის აგვისტოს ბოლოს. ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას ჩვენი თანამშრომლობის მიმართ,“ - აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა.


„დღეს ჩვენ, სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში ვართ,“ - განაცხადა ასევე ილჰამ ალიევმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იუწყება Azertac-ი.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება ჩვენი ინიციატივა იყო. ჩვენ უკვე გვქონდა კომენტარების გაცვლის შვიდი რაუნდი სომეხ კოლეგებთან სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე,“ - აღნიშნა ალიევმა.