აშშ-ის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა, თებერვალში, აშშ-მექსიკის საზღვარზე თითქმის 100,000 მიგრანტი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.
ეს არის ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელი, 2019 წლის შემდეგ.
თებერვალში დაკავებულთა რაოდენობა, იანვარში დაკავებულთა რაოდენობაზე დაახლოებით 78,000-ით მეტია.
როგორც აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ოფიციალური სტატისტიკა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განხდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სასაზღვრო პოლიციამ, მარტო ოთხშაბათს, საზღვარზე 4500-ზე მეტი მიგრანტი დააკავა.