მაიკლ მაკფოლი: რუსეთის შესაკავებლად მნიშვნელოვანია დემოკრატიის მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინაში

რუსეთის შესაკავებლად მნიშვნელოვანია დემოკრატიის მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინაში, - ასე ეხმიანება აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი მაიკლ მაკფოლი საქართველოში განვითარებული მოვლენებს. ის განცხადებას Twitter-ზე აქვეყნებს.

"არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი მეთოდი, რუსეთის მიერ მის საზღვრებს გარეთ არალიბერალიზმის გავრცელების აგრესიული პოლიტიკის შეჩერებისა, ვიდრე დემოკრატიის მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინაში", - წერს მაიკლ მაკფოლი.