საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ” პარტიად დაფუძნების ყრილობა გამართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს.
სოზარ სუბარმა შეკრებილ დელეგატებს პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები წარუდგინა: დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე, ზაალ მიქელაძე და ირაკლი (დაჩი) ბერაია, რომელთა არჩევაც ასევე ერთხმად მოხდა.
დამფუძნებელი ყრილობის ფარგლებში, აირჩა პარტიის სარევიზიო და ხმის დამთვლელი კომისიების შემადგენლობაც. ასევე, დაამტკიცა პარტიის წესდება და სტრუქტურა.
მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ ოთხმა ყოფილმა დეპუტატმა - სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და გურამ მაჭარაშვილმა 2022 წლის აგვისტოში დააფუძნეს.
მათი გაცხადებული მიზანი იყო „საზოგადოებისთვის სიმართლით თქმა.“
ისინი საპარლამენტო უმრავლესობაში ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდნენ, მათ შორის, ხშირად თავს ესხმოდნენ აშშ-ის ელჩს. „ხალხის ძალის“ მიერ იყო ინიცირებული იყო ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომლის წინააღმდეგაც ხალხის პროტესტის შემდეგ, კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიეს.