„კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია იმართება

თავისუფლების მოედანზე მოქლაქეების აქციას მართავენ. ისინი "კომენდანტის საათის" გაუქმებას ითხოვენ.

"კომენდანტი=ავტორიტარიზმს", "გაუქმდეს კომენდანტის საათი", "თავისუფლება შერჩევითი არ არის", - თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები ე.წ "კომენდანტის საათის" გაუქმებას ითხოვენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მეოთხე თვეა, რაც სახელმწიფო მოქალაქეებს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მიმოსვლის თავისუფლებას უკრძალავს. მათი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები გამჭვირვალე უნდა იყოს.

"ვითხოვთ საკოორდინაციო საბჭოს გამჭვირვალე სხდომებს. უსამართლობის განცდა გვაქვს, როდესაც ფანჯრიდან ვიხედებით, ვხედავთ როგორ დადიან სხვები მანქანებით, ჩვენ ვსხედვართ სახლში",- აცხადებს აქციის მონაწილე.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ „კომენდანტის საათი“ არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ - თავისუფალი მიმოსვლის უფლებას. ამავდროულად, სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს ქვეყნის ეკონომიკა.