აშშ-ის სენატორი ტედ კრუზი "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს

აშშ-ის სენატორმა, ტეხასის შტატიდან, ტედ კრუზმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსის უილიამ ბერნსის დანიშვნა შეაჩერა და ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის წინააღმდეგ, უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვს. ამის შესახენ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

"მე შევცლი ჩემს მოთხოვნას, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციას შეასრულებს იურიდიულ ვალდებულებას, იმ ხომალდებისა და კომპანიების გამოვლენის და მათთვის სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც პუტინის გაზსადენს აშენებენ", - დაწერა სენატორმა Twitter-ზე.