30 მარტიდან რუსული „მირის“ ბარათების გამოყენებას სომხეთის თითქმის ყველა ბანკი შეწყვეტს - მედია

30 მარტიდან სომხეთში რუსული „მირის“ საბანკო ბარათები აღარ მიიღება, „ვითიბი-ს„ სომხური შვილობილი კომპანიის ინფრასტრუქტურის გარდა. ამის შესახებ RBC VTB სომხეთის წარმომადგენელსა და რუსეთის გადახდის ბაზარზე არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.


RBC-ის ცნობით, Mir ბარათები შეწყვეტენ ფუნქციონირებას სომხეთის ყველა ბანკის ბანკომატებსა და პოს ტერმინალებში. რუსეთის ბანკმა და Mir გადახდის სისტემის ოპერატორმა (NSPK) განაცხადეს, რომ თითოეული ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებას ბარათების დამოუკიდებლად მიღების შესახებ და მათი მხრიდან არ არსებობს შეზღუდვები ბარათების გამოყენებაზე.


2024 წლის თებერვალში, NSPK აშშ-ის სანქციებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო დაექვემდებარა. 

ორგანიზაციების თანამშრომლობამ სანქცირებულ კომპანიასთან შესაძლოა, გამოიწვიოს მეორადი სანქციების დაწესება თავად ამ ორგანიზაციების მიმართ.

NSPK 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო სანქციების დაწესების შემდეგ შეიქმნა, რაც საერთაშორისო გადახდის სისტემებიდან ბარათების გათიშვის შემთხვევაში ფუნქციონირებას გულისხმობდა. პირველი ბარათები 2015 წელს გამოვიდა.

სომხურმა ბანკებმა მათი მიღება 2017 წელს დაიწყეს. გარდა სომხეთისა, Mir ბარათების გამოყენება შესაძლებელია ყაზახეთში, ბელორუსში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ვიეტნამში, ვენესუელასა და კუბაში. ამერიკული სანქციების შემოღების შემდეგ, მათ Mir ბარათების მიღებაზე უარის თქმა დაიწყეს.