„დიდ იმედებს ვამყარებ შარლ მიშელის სამედიაციო მისიაზე, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებაში“, - ამით გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა გერმანიაში მცხოვრები ქართველების ღია წერილს უპასუხა:
„დიდ იმედებს ვამყარებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამედიაციო მისიაზე, რომელსაც მხარს ვუჭერთ. გასულ დღეებში მან უკვე თავისი წვლილი შეიტანა პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებაში.ამასთან, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია საერთაშორისო პარტნიორების მიერ ვერ აშენდება და მოქმედი ვერ გახდება. ეს თავად ქართველებმა უნდა გააკეთონ და ამ დროს, თავიანთი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისას ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ის საერთო რამ, რაც ყველა დემოკრატს ერთმანეთთან აკავშირებს“, - აცხადებს გერმანელი დიპლომატი, რომლის ტექსტიც საელჩოს Facebook-ზე გავრცელდა.
გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქრინშს წერილი გაუგზავნეს.
ისინი ელჩის მიმართავენ, რომ მთავრობას შეთანხმების პატივისცემისკენ მოუწოდოს. წერილში საუბარია მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე, ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტზე.