კოსოვოს თავდაცვის მინისტრმა ეიუპ მაჩედონსიმ განაცხადა, რომ უკრაინას გაუგზავნიან სამხედრო დახმარების მეორე პაკეტი, რომელიც ნაღმტყორცნებისაგან შედგება.
ამის შესახებ მან Twitter-ზე (X) დაწერა.
„კოსოვო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში. დღეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე მე გამოვაცხადე უკრაინისთვის ჩვენი მეორე სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ, რომელიც შედგება ნაღმტყორცნებისაგან,“ - დაწერა მაჩედონსიმ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რამშტეინის ფორმატში შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა ლუქსემბურგის გაწევრიანება „საარტილერიო კოალიციაში“, რომელსაც საფრანგეთი და გერმანია ხელმძღვანელობენ.
ზელენსკი თებერვლის ბოლოს სიტყვით გამოვიდა სამიტზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ალბანეთის, ბულგარეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნიისა და მომტენეგროს, ხორვატიის, მოლდოვისა და რუმინეთის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები. უკრაინის შეხვედრის მონაწილეებს შესთავაზა, უკრაინა-ბალკანეთის თავდაცვითი ფორუმის შექმნა კიევში, ან რომელიმე სხვა ქვეყანაში, შეიარაღების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.