მოლდოვა რუსეთის დელეგაციას გაეროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე არ დაუშვებს

მოლდოვა არ დაუშვებს რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაში, რომელიც მიმდინარე წლის მაისში კიშინიოვში გაიმართება. ამის შესახებ Newsmaker-ი წერს.

კონფერენციაზე, რომელიც 14-დან 17 მაისამდე მოლდოვაში გაიმართება, რუსული დელეგაცია მიწვეული იყო ონლაინ გამოსვლისთვის.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიულ ომთან დაკავშირებით, რომელიც უხეშად არღვევს გაეროს წესდებას, იწვევს მრავალრიცხოვან კრიზისს და ძირს უთხრის სასურსათო უსაფრთხოებას საერთაშორისო დონეზე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, არ დაუშვას რუსეთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენლების პირადი მონაწილეობა,“ აცახდებს მოლდოვის მხარე.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ კიშინიოვი „აშკარად ბოროტად იყენებს თავის სტატუსს, როგორც მხარე, რომელიც იღებს ზომებს გაეროს მეშვეობით, რაც ეჭვქვეშ აყენებს მოლდოვის ხელისუფლების შესაძლებლობას, იმოქმედოს ამ კუთხით მომავალში. კიშინიოვის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება რუსეთის მხრიდან“, - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის „არჩევნების“ ორგანიზების გამო, რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.