კიდევ ორი მოზარდი, 13 და 15 წლის ბიჭები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნეს. ამის შესახებ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა.
11 მარტს ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხუთი ბავშვი და 18 წლის ობოლი დააბრუნეს.
უკრაინამ საკუთარ ოჯახებს კიდევ ხუთი ბავშვი 29 თებერვალს, 10 ბავშვი კი, 9 მარტს დაუბრუნა.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, უკრაინიდან რუსეთში, იძულებით, სულ მცირე 19 546 ბავშვი გადაასახლეს. ეს ციფრი მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ასახავს, თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია.