85 წლის ტიბეტის სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქციანის პირველი დოზა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
დალაი ლამას ვაქცინაცია ჩრდილოეთ ინდოეთის მთიან ქალაქ დჰამშალაში მდებარე საავადმყოფოში ჩაუტარდა.
დალაი ლამამ ვაქცინის გაკეთებისკენ სხვებსაც მოუწოდა.
"სერიოზული პრობლემების თავიდან ასარიდებლად ეს ინექცია ძალიან, ძალიან კარგი საშუალებაა", - განაცხადა დალაი ლამამ.