"ჩვენ, მორწმუნეებს, არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას", - ამის შესახებ რომის პაპმა ერაყში სტუმრობისას განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„მტრობა, ექსტრემიზმი და ძალადობა არ იბადება რელიგიურ გულში: ისინი მუხთლობენ რელიგიას. ჩვენ, მორწმუნეებს, არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას. მართლაც, ერთმნიშვნელოვნად გვეძახიან ყველანაირი გაუგებრობის გასაფანტად. ნუ დაუშვებთ, რომ ცის სინათლე დაჩრდილოს სიძულვილის ღრუბლებმა” - განაცხადა რომის პაპმა.