სპეციალისტების ნაკლებობის გამო, რუსული კომპანიებს 62% კიბერშეტევებისგან თავს ვერ იცავს - Forbes

პერსონალის დეფიციტმა, რომელიც რუსეთის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, გავლენა იქონია კომპანიების ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე. შესაბამისი სპეციალისტების ნაკლებობის გამო, რუსული საწარმოების 62% კიბერშეტევებისგან ვერ იცავს თავს. ეს MTS RED-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომლის შედეგებსაც Forbes-ი აქვეყნებს. კომპანიების კიდევ 32%-მა განაცხადა, რომ მათ სპეციალიზებულ თანამშრომლებს არ აქვთ საკმარისი დრო ჰაკერების შეტევებით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად.


კომპანიების 24%-ისთვის იმპორტის ჩანაცვლება გართულებულია მაღალი ხარისხის შიდა საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემების არარსებობით; 17%-ს აქვს სირთულეები ლიცენზიების განახლების შეუძლებლობისა და უცხოელი მოვაჭრეების ტექნიკური მხარდაჭერის არარსებობის გამო. ასევე, კომპანიების 14% უჩიოდა კიბერშეტევებისგან დაცვის ფინანსური შესაძლებლობების ნაკლებობას.


გამოკითხვის თანახმად, 2023 წელს რუსეთში ყოველი მეოთხე კომპანია კომპლექსურ თავდასხმებს განიცდიდა. საწარმოთა დაახლოებით 17%-მა განაცხადა, რომ თავდასხმების სამიზნეები იყვნენ, ხოლო 8%-მა განაცხადა, რომ თავს დაესხნენ კონტრაქტორის მეშვეობით.


კვლევის დროს რუსული კომპანიების 100-ზე მეტი წარმომადგენელი გამოიკითხა ფინანსური სექტორის, მრეწველობისა და ენერგეტიკის, IT, საჯარო სექტორის, ტელეკომუნიკაციების, ჯანდაცვის, საცალო ვაჭრობის, მშენებლობისა და განვითარების სფეროდან.


ბიზნესებზე ჰაკერული თავდასხმების რიცხვი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაიზარდა. MTS RED-ის მონაცემებით, გასულ წელს სპეციალისტებმა 50 ათასზე მეტი ინციდენტი, 43%-ით მეტი, ვიდრე  - წინა წელს გამოავლინეს, მაგრამ მხოლოდ 12 ათასი, დაახლოებით 25%, იყო ძალიან კრიტიკული ბიზნესისთვის შესაძლო შედეგების თვალსაზრისით. ერთი წლით ადრე, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო - 40-45%.