კორონავირუსის პანდემიის გამო, ფინეთში მუნიციპალური არჩევნები გადაიდო. აპრილში დაგეგმილი არჩევნები ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, არჩევნების ჩატარებამ შესაძლოა, ვირუსის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელება გამოიწვიოს, მოქალაქეების ნაწილი კი არჩევნებზე უსაფრთხოების მიზნით არ მივა და დაბალი აქტივობა კენჭისყრის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ დააყენებდა.
ფინეთში პანდემიის განმავლობაში კორონავირუსის 61 552 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 767 პაციენტი. საავადმყოფოებში რჩება 239 ადამიანი.