საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

რაგბი ევროპის პირველ ტურში, ლისაბონში საქართველოს პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრები ანგარიშით 27:16 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ნახევარი პორტუგალიამ მოიგო ანგარიშით - 13:10. მატჩის 18-ე წუთზე პირველი ლელო მირიან მოდებაძემ, 27-ე წუთზე კი - ჯაბა ბრეგვაძემ დადო. 79-ე წუთზე, თორნიკე ჯალაღონიას ლელოთი შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.