ჰაკერებმა ევროპის და აზიის ქვეყნებში 20 ათასამდე ამერიკულ ორგანიზაციაზე კიბერ შეტევა განახორციელეს

უცხოური მედიის ცნობით, აზიისა და ევროპის ქვეყნებში ამერიკის შეერთებული შტატების 20 ათასამდე ორგანიზაციაზე კიბერ შეტევა განხორციელდა.

Wall Street Journal-ი და სააგენტო Reuters-ი ანონიმურ წყაროს ცნობით, თავდასხმისთვის საფოსტო სამსახური Microsoft Exchange გამოიყენეს და აშშ-ის ხელისუფლებას ეჭვი ავს რომ აღნიშნული კიბერთავდასხმის უკან ჩინეთი დგას.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერები „მაიკროსოფტის“ პროგრამაში აღმოჩენილი ხარვეზით სარგებლობენ და ათასობით კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულება ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშაა.

როგორც „ბიბისი“ წერს, საუბარია კომპანია „მაიკროსოფტის“პროგრამა „მაიკროსოფტ ექსჩეინჯზე“ (Microsoft Exchenge), რითაც ელექტრონული წერილების დაგზავნა ხდება.

„ყველა, ვინც ამ სერვერს იყენებს, ახლა საფრთხის ქვეშაა“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

„მაიკროსოფტში“ განაცხადეს, რომ პროგრამაში არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად მომხმარებლებმა „მაიკროსოფტ ექსჩეინჯი“ უნდა განაახლონ.

ჩინეთის მთავრობა ჰაკერულ თავდასხმასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. როგორც „როიტერი“ იუწყება, კიბერთავდასხმის სამიზნე აშშ-ში 20 000-ზე მეტი კერძო ორგანიზაცია და სახელმწიფო დაწესებულება გახდა.