დიდი ბრიტანეთის პრინც ჰარის, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, დიდი ბრიტანეთის სამეფო კარმა სამშობლოში დაბრუნება და 99 წლის ბაბუასთან, პრინც ფილიპესთან გამომშვიდობება სთხოვა.
ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპე უკვე სამ კვირაზე მეტია, საავადმყოფოშია. სამეფო კარი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულია.
ბუკინგემის სასახლე დამატებით დეტალებს არ ავრცელებს, თუმცა გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას გულის ოპერაცია გაუკეთეს.