რუსეთში, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა - BBC

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 93-მდე გაიზარდა, მათი რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დაშავებულია 140-ზე მეტი ადამიანი.


რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ.

შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ.