აშშ-სა დ დიდი ბრიტანეთის გაფრთხილებას რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, ლატვიისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებიც შეუერთდნენ. ორივე ქვეყანამ გასცა რეკომენდაციები თავისი მოქალაქეებისთვის და მოუწოდა მათ, რომ თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობისგან და მოერიდონ უახლოეს 48 საათში დაგეგმილ საჯარო ღონისძიებებს.
შეგახსენებთ, რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ.