„40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა

„40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების სამსახური, მოსკოვის მახლობლად საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის შემდეგ აცხადებს. BBC-ს ცნობით, რომელიც გავრცელებულ ვიდეოს ეყრდნობა, Crocus City Hall-ში, კამუფლირებულ ფორმაში მყოფმა სულ მცირე ოთხმა ადამიანმა ცეცხლი გახსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.


როგორც მედია წერს, თავდამსხმელებმა ხელყუმბარა ან მსგავსი ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობაც აამოქმედეს, რის შედეგადაც, ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული რამდენიმე ათეული სახანძრო მანქანა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები. შენობა მთლიანად ალყაშია მოქცეულია. მიმდინარეობს დაჭრილებისა და შენობაში მყოფი რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია.

რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ.

შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ.