„პუტინმა გაფრთხილებები, რომლებიც ათწლეულების ყველაზე სასიკვდილო თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო, არ გაითვალისწინა,“ ამ შინაარსის სტატიას Bloomberg-ი აქვეყნებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინი აქამდე არ გამოჩენილა და მას არც კომენტარი გაუკეთებია საჯაროდ.“
სტატიას სოციალური პლატფორმა X-ის საშუალებით გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ყახაზეთში, უილიამ კორტნი.
- „1941 წლის ივნისში სტალინმაც არ გაითვალისწინა გაფრთხილებები ნაცისტების შემოსევის შესახებ. როგორც კი ეს დაიწყო, ის დღეების განმავლობაში ჩუმად იყო,“ წერს კორტნი.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 115-მდე გაიზარდა, მათი რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დაშავებულია 140-ზე მეტი ადამიანი.
რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ.
შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ.