პუტინი და ლუკაშენკო „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას“ ერთობლივად აპირებენ

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ის ცნობით, რომელიც კრემლს ციტირებს, წერს, რუსეთისა და ბელორუსის ლიდერებმა დაადასტურეს მათი მზადყოფნა, ერთად იმუშაონ ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით."

კერძოდ, ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ სატელეფონო საუბრისას დაადასტურეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს 23 მარტს განუცხადა. პეშკოვმა დასძინა, რომ ლუკაშენკომ „ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო.“


ლუკაშენკო პუტინის მოკავშირეა. ორივე ქვეყნის ჯარებმა არაერთი ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს, 2022 წლის თებერვალში კი, 30 000-მდე რუსი ჯარისკაცი ბელორუსის ტერიტორიდან შეიჭრა უკრაინაში. დასავლეთი ლუკაშენკოს, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნევს.


„პუტინმა გაფრთხილებები, რომლებიც ათწლეულების ყველაზე სასიკვდილო თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო, არ გაითვალისწინა,“ ამ შინაარსის სტატიას Bloomberg-ი აქვეყნებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინი აქამდე არ გამოჩენილა და მას არც კომენტარი გაუკეთებია საჯაროდ.“

სტატიას სოციალური პლატფორმა X-ის საშუალებით გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ყახაზეთში, უილიამ კორტნი.

  • „1941 წლის ივნისში სტალინმაც არ გაითვალისწინა გაფრთხილებები ნაცისტების შემოსევის შესახებ. როგორც კი ეს დაიწყო, ის დღეების განმავლობაში ჩუმად იყო,“ წერს კორტნი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 115-მდე გაიზარდა, მათი რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.


რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ.

შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ.