15 919 ტესტის შედეგად გამოვლინდა კოვიდინფიცირების 234 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 91, 9 ადამიანი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.47 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.55 %, ხოლო 7 დღის - 1.56%.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 851-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 266 693-მდე. ჯამში 3 576 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
თბილისში გამოვლენილია - 135 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 27, ქვემო ქართლი - 4, შიდა ქართლი - 23, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 12, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა შეადგენს 2 556-ს, საიდანაც: 1 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 698, აჭარაში - 163, იმერეთში - 254. მძიმე პაციენტები: 267, მათ შორის, თბილისში - 103, აჭარაში - 26, იმერეთში - 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 78 კოვიდინფიცირებული, მათგან თბილისში - 49, აჭარაში - 3, იმერეთში - 11. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 93 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 1 013 ბინაზე მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 152, ხოლო აჭარაში - 19.
სულ 6 ოქტომბრიდან - 6 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 554 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 5 719 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 328 პირი, აჭარაში - 543, იმერეთში - 734.